„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასში“ კუთვნილ აქციებს ყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ფონდი ავრცელებს. აქვე განმარტებულია, რომ ფონდი სს „თელასის“ კაპიტალში აქციების წილის – 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. განცხადების მიხედვით, აუქციონი დღეს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება.
“საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით შესაბამისად.
საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6. აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS67189920, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 671899
გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას” – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.