LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდმა ხელფასები შეამცირა: დასაქმებულთა რიცხოვნობა არ შეცვლილა

83
20200120113533

საპარტნიორო ფონდმა, სადაც არსებული ანაზღაურება მუდმივად განხილვის თემა იყო, ხელფასები შეამცირა. კომპანიის არააუდირებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჯამური სახელფასო ხარჯი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 20%-ით, ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. ინფორმაციას “ბიზნესპარტნიორი” ავრცელებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფონდის შემოსავლები 42%-ით, 58 მლნ ლარამდე შემცირდა, ხარჯებმა 54 მლნ შეადგენდა, წმინდა მოგება კი, 2 მლნ ლარი იყო, 95%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

შეგახსენებთ, 2022 წლიდან საპარტნიორო ფონდი, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებულ საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმაში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი „სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები უნდა შევიდეს, რაც საპარტნიორო ფონდში რეფორმების აუცილებლობით არის განპირობებული.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში „საპარტნიორო ფონდის“ საჭიროებაა და ეს ფონდი როგორც კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2022 წლიდან, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საბოლოო ვერსიაზე საუბარი ნაადრევია და ეს საკითხი ჯერ განხილვაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები