LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც სასულიერო პირებმა გააკეთეს – ჯაღმაიძე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმომწერ მეუფეებზე

56
ანდრია

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერი სასულიერო პირების განცხადებების კომენტირებისას, აცხადებს, რომ ეს არაა საპატრიარქოს პოზიცია.

“ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა” – მეუფეები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

„თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს. საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ სასულიერო პირებმა“, – განუცხადეს ანდრია ჯაღმაიძემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ ჟურნალიტებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

პეტიციას ხელს მოაწერს ასევე მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია. ამის შესახებ მან 14 ოქტომბერს, მცხეთაში განაცხადა.

არიან სასულიერო პირები, რომლებიც პეტიციას ხელს არ აწერენ.

ვრცლად:

ვინ არის პეტიცია? – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს არ მოაწერს

“არც ნანობს და კიდევ ხულიგნობს” – მიტროპოლიტი იოანე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ უერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g