LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის პეტიცია? – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს არ მოაწერს

122
სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერას არ აპირებს.

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთის გაუქმება აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე.

პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ“. – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, მიხეილ  სააკაშვილის გათვისუფლებას სასულიერო იოერარქიის რამდენიმე მაღალმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. ამ ხელმოწერით მათ დააფიქსირეს სურვილი, რომ საქართველოში საყოველთაო შერიგება უნდა მოხდეს.  გუშინ მესამე პრეზიდენტი ციხეში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა.

რატომ მოაწერა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი