LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

910
2026-03-20_01-42-33_026930

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს.

„ლიტურგიას არა, წესის აგებაზე იმსახურებს“ , – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი კვირას 11:00 საათზე ჩამობრძანდება.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე, ასევე ის, თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი – კვირას ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შსს – კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

ინფორმაცია მათთვის, ვინც სამებაში, საყოველთაო პანაშვიდზე მისვლას აპირებს – როგორ შეძლებთ ქვეითად მოსიარულეები ტაძრამდე მისვლას

magti 5g