LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოში შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა

245
გახარია

რა საკითხებზე ისაუბრეს დღეს მთავრობისა და სინოდის წევრებმა საპატრიარქოში, ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია. 

"საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო" - ამირან გამყრელიძე

ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში

როგორც ცნობილია, შეხვედრაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ. ნაწილმა შენობა უკვე დატოვა და კომენტარები არ გაკეთებულა.

ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით “ინტერპრესნიუსთან” თქვა, რომ საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მისი თქმით, ილია მეორეს ზოგადად ეპისიტუაციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შეგახსენებთ, უკვე საჯაროა ვნების შვიდეულის მსახურების განრიგი, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ლიტურგია ე. წ. კომენდანტის საათის დროს ჩატარდება, თუმცა არ დკონკრეტებულა, მრევლის თანდასწრებით თუ მის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g