LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მიმალული ავტომობილის მძღოლი დააჯარიმა (ვიდეო)

10

სოც-ქსელში არსებობს საინტერესო გვერდი სახელწოდებით ”გაიცანით სამარცხვინო მძღოლები” სადაც მომხმარებლები, სხვადასხვა სახის დარღვევებს ანთავსებენ. ერთ-ერთი ბოლო დარღვევით, რომელიც კინაღამ სავალალო შედეგებით დასრულდა, საპატრულო პოლიცია დაინტერესდა და როგორც ირკვევა, დამრღვევი დააჯარიმა კიდეც.

დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, სწორედ ამ გვერდის ადმინისტრატორმა ამცნო მომხმარებელს: ”ეს პოსტი ეძღვნება პატრულს. მართალია ხშირად ვართ უკმაყოფილოები მათი უმოქმედობით, მაგრამ ამჟამად მინდა შევაქო. გახსოვთ ცოტახნის წინ ვიდეო რომ დავდეთ, სადაც X5 საპირისპირო მხარეს გადმოვიდა დიდი სიჩქარით და ვიდეოს ავტორს სარკე მოუტეხა და ბავშვთან ერთად მოძრავი მძღოლი, საკმაოდ დიდ საფრთხის ქვეშ ჩააყენა თავისი ამაზრზენი საქციელით.

 

 

იხილეთ ვიდეოს ავტორის წერილი და კიდევ ერთხელ – ყოჩაღ პატრულის თანამშრომლებს!

“გუშინ დასრულდა საბოლოოდ ეგ ამბავი. იპოვა პატრულმა ვიდეოკამერების დახმარებით, მომიყვანეს… ოღონდ მთავარი გმირი არ მოსულა, მამა მოვიდა მისი, ჩემი ბავშვი იჯდაო მანქანაზეო და იმას შეემთხვაო. მერე საზღვარერეთააო წასულიო. ბავშვი ყოფილა 29 წლის… მე არც შემიმჩნევია და თურმე ”გონკაობდა” სხვა მანქანასთან, თვითონ მაჩვენა. ვიდეოზე ჩანს მეორე მანქანაც… საბოლოოდ ეგ ერთი ”აბგონი” საკმაოდ ძვირი დაუჯდა მამამისს, სადღაც 400 ლარამდე სარკე, პლუს 250 ლარი ჯარიმა და სადღაც 400 ლარი მგონი შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის… იმედია ჭკუის სასწავლი იქნება ეს შემთხვევა და მომავალში უფრო სერიოზული ამბისგან გადარჩება ისიც და სხვაც…” – ნათქვამია ადმინისტრატორის პოსტში.

ამ ფაქტმა მომხმარებლებში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ჩანს, სოც-ქსელის ამ გვერდის მოხმარებლები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული დარღვევების განთავსებით და სიამოვნებთ, როდესაც მათ დაფიქსირებულ ფაქტებს საპატრულო პოლიციის მხრიდან, ადეკვატური გამოხმაურება აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები