LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდს თვეში, საშუალოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება

77
penda432-max-700

12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია.

„საპენსიო სააგენტოს“ ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

სააგენტოს ცნობითვე, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა 1-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

სულ მონაწილე – 1,137,380- ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში, საშუალოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g