საპენსიო სააგენტო დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც საპენსიო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტაციის მიღება 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს, განაცხადების მიღების შემდეგ კი, პრეტენდენტების გადარჩევისა და გასაუბრების უზრუნველყოფის მიზნით, დოკუმენტაცია სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინება.
გამოცხადებული ვაკანსიის თანახმად, დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 14 500 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მოთხოვნებს, სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, მსურველმა უნდა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, უნდა გააჩნდეს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხუთი წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე. ამასთან, გასაუბრების ფარგლებში, პრეტენდენტს მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე და მენეჯერული უნარების ფლობა.
საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 27 იანვარია.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო უკვე წელიწადნახევარია, რაც დირექტორის გარეშეა. გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე, 2023 წელის ივნისში დატოვა.