LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სისტემა ძირითადად საჯარო სექტორში დასაქმებულებმა დატოვეს

163
2df6eabd58893143d35bd710e24c4131

დაგროვებით საპენსიო სისტემაში სულ 747 774 ადამიანია გაწევრიანებული, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

„საჯარო სექტორიდან ამჟამად გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან გაწევრიანებულია 581 439 ადამიანი, ხოლო ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ორივე სექტორში მათი რაოდენობა არის 21 137 ადამიანი. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის“,- აღნიშნა სურგულაძემ.

მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შეიძლება მოუნდეთ სქემიდან გასვლა არის 294 852 ადამიანი.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმითვე, ამ ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა. „აქედან კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, საჯარო სექტორიდან არის 2 712 და ორივეში ერთად მომუშავეების არის 230 ადამიანი“, – განაცხადა სურგულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g