LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სისტემას ყოველთვიურად 10 000-მდე ახალი მონაწილე ემატება

98
780-pensia-2019-10-18-13-01-20-633453

„საპენსიო სისტემაში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, გაწევრიანებულია დაახლოებით 1 014 000-მდე მონაწილე და ყოველთვიურად 10 000-მდე ახალი მონაწილე გვემატება, ხოლო გასვლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გასვლის უფლების მქონე მონაწილეთა 60%-ი დარჩა, ხოლო სისტემიდან გასულია 165 866 დასაქმებული.

„უნდა ვაღიარო, რომ ასეთი შედეგის მოლოდინი, რეფორმის დაწყებისას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსაც არ ჰქონდათ. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, მივიჩნევ, რომ საპენსიო რეფორმა სტაბილურობის გარანტიაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-აღნიშნა ჭიჭინაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპენსიო აქტივები შეადგენს 741 მილიონ ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g