ლათინოამერიკული ტელესამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მსახიობი ვიქტორია რუფო დიდ დაბრუნებას გვპირდება.
უკვე დადასტურებულია, რომ ის ითამაშებს ახალ ტელენოველაში, რომლის პროდიუსერიც ცნობილი მექსიკელი ტელეპროდიუსერი ხოსე ალბერტო კასტრო იქნება. პროექტი უკვე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მოლოდინიან პრემიერად, რადგან ვიქტორია რუფოს ეკრანზე გამოჩენა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა.
წლების განმავლობაში ის მაყურებლისთვის ასოცირდებოდა კეთილ, ძლიერი ხასიათის და ხშირად ტრაგიკული ბედის მქონე გმირებთან, რომლებმაც მას „საპნის ოპერების დედოფლის“ სტატუსი მოუტანა. თუმცა ამჯერად ყველაფერი შესაძლოა სრულიად სხვაგვარად განვითარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუფო პირველად შეასრულებს ნეგატიურ, ბოროტ პერსონაჟს, რაც მის მრავალწლიან კარიერაში სერიოზულ სიახლედ და მოულოდნელობად ითვლება. სწორედ ეს დეტალი გახდა უკვე აქტიური განხილვის საგანი სოციალურ ქსელებში. მაყურებლები ინტერესით ელიან, როგორ მოირგებს მსახიობი ამ განსხვავებულ და უფრო რთულ ამპლუას.
ვიქტორია რუფოს და, გაბრიელა, რომელიც პოპულარული მსახიობის ასლია
სერიალის სიუჟეტი და პერსონაჟების დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება, თუმცა ერთი რამ ცნობილია, ეს იქნება ლეგენდარული სერიალის „სიმწრის ჯაჭვების“ ახალი რიმეიქი. 1991 წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დრამატული სერიალი მოგვითხრობს სესილიას ისტორიას, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ იძულებულია საცხოვრებლად გადავიდეს დეიდებთან, ნატალიასა და ევანგელინასთან, ქალაქ გუანახუატოში. ეს ორი ქალი საზოგადოებაში პატივსაცემი და მკაცრი მორალის მატარებელია, თუმცა მათი სახლის კედლებს მიღმა მძიმე, ჩახშობილი ემოციები და საიდუმლოებები იმალება. სერიალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ძლიერი მსახიობური გუნდის წყალობით. მათ შორის იყვნენ დიანა ბრაჩო, დანიელა კასტრო და დელია კასანოვა.

