საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ “საპოლიციო გამოსახლების” ინსტიტუტის გაუქმების საკითხი განიხილება.
“შეხვედრა ბიზნესმენთა ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის ინიციატივით იმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრას ასევე დაესწრებიან ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები”, – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.