LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7%-მდე შემცირდება

111
unnamed

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი.

„ჩვენ – საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი – ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მთავრობა დეველოპერებისგან დევნილებისთვის 150 მლნ ლარის ღირებულების ბინებს შეიძენს

1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას

მისივე თქმით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა შეიძლება 10 ან 15-წლიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე 70 მილიონ ლარს დახარჯავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g