საპროტესტო აქციის გამო, თსუ-ის რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიუვიდათ.
მათივე ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში მიმდინარეობს, განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება.
„გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით. ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით“, – მისწერეს თსუ-დან სტუდენტებს.