LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო მარშის მონაწილეებს, რომლებიც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიასთან ორი პირი თავს დაესხა

197
აქცია თავდასხმა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი თავს დაესხა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

მოგვიანებით აღნიშნულმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g