LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ს დიკო ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა

252
ldtjoh50cger3ah

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დიკო ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა.

“ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ დიანა ჯოჯუას საქმე პირველ ინსტანციაში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუას კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა,” – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა. 

დიანა ჯოჯუამ რუსთავი 2 2019 წლის 20 აგვისტოს დატოვა. ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, კურიერის წამყვანი იყო. სამაუწყებლო კომპანიიდან აგრეთვე კურიერის წამყვანი მიშა სესიაშვილიც წავიდა. დიანა ჯოჯუამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ მიიღო.

“მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ, გითხრათ “ნახვამდის”.

ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება”, – თქვა ჯოჯუამ ტელეარხ “რუსთავი 2-ზე” თავის ბოლო ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g