საქართველო კოვაქსპლატფორმიდან ვაქცინას თებერვლის ბოლომდე ელოდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ 29 250 დოზა საქართველოში „თებერვალს არ გადაცდება“ და მის ტრანსპორტირებას კოვაქსი უზრუნველყოფს.
ასევე, გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარტის პირველ ნახევარში, საქართველო კიდევ 150 ათას დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინას მიიღებს, თან კოვაქსისპლატფორმის გარეშე ანუ პირდაპირ მწარმოებლისგან.
ჩვენთვის დამატებით 150 ათასი ვაქცინა ხდება ხელმისაწვდომი: ეკატერინე ტიკარაძე
''გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ''ფაიზერის'', ასევე ''ასტრაზენეკას'' ვაქცინის მიმართულებით''.
„დამატებით მოლაპარაკება გვაქვს მწარმოებელთან და მიღებულია დასტური, რომ 150 ათას დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ირკვევა, 2020 წლის განმავლობაში საქართველო ჯამში, „ასტრაზენეკას“ 334 000 დოზას მიიღებს, საიდანაც 184 000 დოზა კოვაქსისპლატფორმიდან იქნება, დანარჩენი 150,000 კი – პირდაპირ მწარმოებლისგან ნაყიდი.
„ასტრაზენეკა“ იწარმოება ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი კი ინდოეთშია – „სერუმ ინსტიტუტი“; მას აქვს „ნოვა ვაქსის“ და „ასტრაზენეკას“ ლიცენზიები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაზე. ასევე, „ასტრაზენეკა“ იწარმოება სამხრეთ კორეაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში; ვაქცინა, რომელიც ჩვენთან 2-3 კვირაში შემოვა, “სერუმ ინსტიტუტის” წარმოებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ანალიტიკის“ ეთერში სტუმრობისას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ ვაქცინის შემოტანის დრო დამოკიდებული იქნება მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკების დასრულებასა და კონტრაქტის გაფორმებაზე.
გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, რა უჯდება საქართველოს 150 ათასი დოზა „ასტრაზენეკას” პირდაპირ მწარმოებლისგან შესყიდვა და არც ის, თუ რა გზით შემოვა ვაქცინა საქართველოში.