LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და მალტა ტურიზმის სფეროში ითანამშრომლებენ

66
53-e1458990129489-620x330

საქართველოსა და მალტას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და პანდემიის შედეგად, ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ.

აღინიშნა, რომ ტურიზმი ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. ამდენად, პანდემიის შედეგად როგორც საქართველოს, ასევე მალტის ტურისტულ ინდუსტრიას მსგავს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის კუთხით და ისაუბრეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ როგორც ზოგადად ეკონომიკის, ასევე კონკრეტულად ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით განახორციელეს.

მინისტრის მოადგილემ მალტის ტურიზმის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს. გენადი არველაძემ კლეიტონ ბარტოლოს არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g