LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და სომხეთი ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი, ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავენ

40
249017412-4535837339839223-5531609904834604825-n

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის სომხეთთან ეკონომიკური საკითხების პერიოდულად განხილვა. სამთავრობოთაშორისი კომისიები არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატი ამისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს ასეთი კომისია.

„ეს ნიშნავს იმას, თუ რაოდენ ინტენსიურია ჩვენ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს მზარდი სავაჭრო დინამიკა და სომხეთი ტოპ 10-ეულში ყოველთვის არის, ამჟამად, ბოლო მონაცემებით, მე-7 პოზიციაზეა, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია. საქართველოში 300-ზე მეტი კომპანია საქმიანობს, რომელიც სომხური კაპიტალით არის შექმნილი, ან ერთობლივი საწარმოები არის. 2003 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციებიც ირიცხება სომხეთიდან და როგორც ინვესტორი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ასევე ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით და აქ მზარდი დინამიკა გვაქვს.

ასევე ენერგეტიკის სფეროში არის დაგეგმილი ახალი პროექტები – მაღალი ძაბვის პროექტები, რომელიც არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის გააძლიერებს ელექტროენერგიის მიმოცვლას, არამედ ჩვენი სატრანზიტოდ გამოყენებაც შეეძლება სომხეთის გენერაციის ობიექტებს. აქედან გამომდინარე, ბევრი გვაქვს სასაუბრო და ეს კომისია იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცებისკენ“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g