„საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად“, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ასევე ავრცელებს დიაგრამებს, რომლებზეც 2024 წელს, ბელარუსისთვის, აზერბაიჯანისთვის, მოლდოვასთვის, საქართველოსა და სომხეთისთვის, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხების გადანაწილებაა ასახული.
საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად….
Posted by European Union in Georgia on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2024