ადამიანის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია კვებასთან. როგორ უნდა ვიკვებოთ და რა უნდა მივირთვათ – ამ კითხვებს ყოველ დღე ვუსვათ საკუთარ თავს და ვხვდებით, რომ ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რჩევა კი საინტერესოა.
აშშ-ში ყოველწლიურად 33 მილიარდი იხარჯება წონის დაკლების პროდუქტებზე, დიეტას კი 42 მილიონი ადამიანი მიმართავს.
საინტერესოა, კიდევ რომელი ქვეყანაა ,,დიეტით შეპყრობილი”
კულინარიულმა ვებგვერდმა Chef’s pencil-მა Google Trends-ზე დაყრდნობით გამოიკვლია თუ რომელი ქვეყნიდან მიმართავენ Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად დიეტასთან დაკავშირებულ საკითხებს.
20 ქვეყნისგან შემდგარი სიის სათავეში პოლონეთია, მას ავსტრალია, შეერთებული შტატები, ახალი ზელანდია, მოლდოვა და სამხრეთ ამერიკა მოსდევს.
მე-7 ადგილს კი აღნიშნულ სიაში საქართველო იკავებს. როგორც ირკვევა, Google-ის მომხმარებლები საქართველოდან ყველაზე ხშირად დუკანის დიეტით ინტერესდებიან.
დიეტის ძებნის მხრივ ტოპ ქვეყნებს შორისაა:
- ლიბანი
- კანადა
- გაერთიანებული სამეფო
- ხორვატია
- კატარი
- გაერთიანებულ არაბთა ემირატები
- ირლანდია
- რუმინეთი
- საბერძნეთი
- იტალია
- ქუვეითი
- ჩეხეთი
- რუსეთი
გარდა ამისა, დასახელდა დიეტებით შეპყრობილი ქალაქების ტოპათეული, რომელშიც თბილისი არ არის შესული. იმ ქალაქებს შორის, რომლის მოსახლეობა გახდომის თემითაა დაინტერესებული, არიან:
- ვარშავა
- ბრისბენი
- სიდნეი
- მელბურნი
- ჰიუსტონი
- ნიუ-იორკი
- ლოს-ანჯელესი
- რომი
- ჩიკაგო
- ტორონტო
კვლევის ავტორის განცხადებით, ადამიანები დიეტებით უფრო მეტად ახალი წლის დასაწყისში ინტერესდებიან.