LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დვალიშვილი/ომალის ბრძოლის მოლოდინში – „გულით და სულით იქ ვიქნები“ – რას წერს ქართველი ქალი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაზე

366
ლიანა ჯოჯუა

ორი დღე რჩება UFC-ის საჩემპიონო ბრძოლამდე, რომელშიც ერთმანეთს ქართველი მერაბ დვალიშვილი, შონ ომალის დაუპირისპირდება.

საქართველო 15 სექტემბრის ბრძოლის მოლოდინშია – განუმეორებელი მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლა ლას ვეგასში, სფეროს არენაზე გაიმართება.

ეს დღე UFC-ის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება, რადგან „ქართველი მანქანა” — მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში კი ქვეყანას მეორე ჩემპიონი ეყოლება!

მერაბ დვალიშვილის გასამართ ბრძოლას არაერთი ცნობილი სახე ეხმაურება.

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ, მერაბ დვალიშვილს წარმატებები უსურვა:

„სამწუხაროდ ვიზა არ მაქვს, მაგრამ გულით და სულით მანდ ვიქნები“ – წერს ქართველი ქალი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა სოციალურ ქსელში დვალიშვილი – ომალის გასამართ ჩხუბზე და მერაბთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g