LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ეკუთვნის ევროპას…შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას” – „სუხიშვილები”

176
BeFunky-collage - 2023-03-07T234111.706

საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი „სუხიშვილები” ავრცელებს.

იხილეთ განცხადება სრულად:

„სუხიშვილების” ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში.

მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!

ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!

შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!

და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” – საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული – არიან დაშავებულები

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

magti 5g