LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირის ქსელში – Eurodesk გაწევრიანდა

93
Untitled design (6)

საქართველო ევროკავშირის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ქსელში – Eurodesk-ში გაწევრიანდა.

ქვეყნის წარდგენის ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, 22 აპრილს კი, გენერალურ ასამბლეაზე, ქსელში საქაღთველოს გაწევრიანებას 32-მა დამსწრე ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, Eurodesk-ის ქსელი ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების სასწავლო მობილობის, დასაქმების, სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, მოხალისეობის, ტრენინგების, გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ შესაძლებლობებსა და რესურსებს აერთიანებს.

მერიაში აღნიშნავენ, რომ ქსელში გაწევრიანება ნიშნავს ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების გამარტივებულ წვდომას ევროპულ შესაძლებლობებთან – განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში.

Eurodesk-ი საქმიანობა 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა და 1 600 მულტიპლიკატორის მეშვეობით ხორციელდება. საქართველო კი იქნება 36-ე ქვეყანა, რომელშიც Eurodesk-ი ეროვნული ოფისის სახით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g