საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს ალბათ არასდროს ყოფილა. თაობებისთვის, რომლებიც წლებია ელიან ორგანიზაციის წევრობის თუ არა კანდიდატის სტატუსს მაინც, ეს სურვილი დღეს ყველაზე რეალურია.
დაახლოებით თვენახევარი რჩება იმის გაგებამდე, რა „ვერდიქტს“ გამოუტანს ევროკავშირი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. უკვე ცნობილია, რომ შევსებული კითხვარების საფუძველზე, ევროკომისია შეფასებებს ჩამოაყალიბებს და 24-25 ივნისის სამიტზე წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს.
ამ ეტაპზე ევროკავშირში ცალსახა და ერთიანი დამოკიდებულება არ არსებობს და პერიოდულად, ლიდერები სრულიად ახალი, სადავო ფორმატების შექმნის ინიციატივითაც გამოდიან. უკრაინაში ომის მიმდინარეობის გამო ზელენსკი მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჩქარებული წესით ითხოვს. გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, უკრაინა ევროპის ქვეყნებს ესაზღვრება, ისევე როგორც მოლდოვა. აი, რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ამ მხრივ რთულ გეოგრაფიულ ჩარჩოშია მოქცეული, კითხვა ბევრია, მათ შორის უშუალოდ კითხვარის შევსების ნაწილზე და ასევე, ზოგადად კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებზე. სწორედ ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რასაც შევეცდებით, ექსპერტების ანალიზით ნაწილობრივ მაინც პასუხი გავცეთ.
რა ჩავწერეთ ევროკომისიის კითხვარში
მეორე ეტაპის დავალებაც შესრულებულია. საქართველომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო და ევროკავშირის ელჩს საქართველოში – კარლ ჰარცელს გადასცა. მას პრემიერმა ღარიბაშვილმა უთხრა, რომ მოუთმენლად ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები.
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პასუხები „ჯამში, 7 წიგნად“ შეიკრა და კითხვარი საქართველომ „განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო“.
როგორც კარლ ჰარცელმა თქვა, ეს ყველაფერი ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში დაეხმარება.
„ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის შევსების მეორე და საბოლოო პროცესის დასრულებით განხორციელდა. ეს მეტად დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, – თქვა ჰარცელმა.
ორი კითხვარის, ჯამში, 2669 შეკითხვა ორ ეტაპად გამოქვეყნდა, მაგრამ პასუხები კვლავ უცნობია.
სწორედ ეს საკითხი გახდა ოპოზიციაში განხილვის საგანი. ისინი ითხოვენ, რომ პასუხები გასაჯაროვდეს.
დაუშვილი: რა შეტყობინებას უგზავნით ევროკავშირს? თქვენი შეტყობინებაა ის, რომ უკვე მერამდენე კანონს ირგებთ საკუთარ თავზე, რომ მოქალაქეები არ გაინტერესებთ და საკრებულოს ფუნქციონირებას უბლოკავთ
ნაცვლად იმისა, რომ ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მოახდინოს თავად საკრებულომ, უფლებამოსილების ცნობის უფლებას ანიჭებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რაც შინაარსობრივად არასწორია.
მაგალითად, პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ იმალება დოკუმენტი.
„არ მგონია, რომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე ვერანაირი მდგომარეობა, რის გამოც ეს დოკუმენტი იმალება ან ისე მიდის პროცესი, რომ ამ დოკუმენტს ვერ ვნახულობთ… ნუთუ ეს ნორმალურია?!“, – დასვა შეკითხვა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს პასუხების გამოქვეყნება.
რაც შეეხება თავად მმართველ გუნდს, მათ მარტივი პასუხი აქვთ – არც სხვა ქვეყნებს გამოუქვეყნებიათ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პასუხები არ გამოუქვეყნებია არც უკრაინას და არც მოლდოვას.
„ეს არის პროცესი, რომელიც მიდის საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის“ და კითხვებსა და პასუხებთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილი „აჟიოტაჟის“ ფონზე „გამოქვეყნებამ შესაძლოა დააზიანოს პროცესი“. „ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ პოლიტიკური მოტივებით თუ სხვადასხვა საკითხების გამო მოხდეს პროცესის დისკრედიტირება“, – აცხადებს პაპუაშვილი.
რას გულისხმობს პარლამენტის თავმჯდომარე პროცესის დაზიანებაში ან გამოქვეყნებამ როგორ შეიძლება, საქართველოს სვლას ევროკავშირის გზაზე რაიმე დაბრკოლება შეუქმნას, მას არ დაუკონკრეტებია.
რა შანსი აქვს საქართველოს
„ქართული ოცნების“ რიგებში იმედოვნებენ, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
სამაგიეროდ, მაინცდამაინც ოპტიმიზმს ვერ ვატყობთ ექსპერტებს. მათთვის არც ისე დამაიმედებლად ჩანს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუცია არ არსებობს, თუმცა აქვთ იმის მიზეზით, რომ პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეთ.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ გვითხრა, პროცესი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ დააჩქარა.
„ევროკომისიამ რეალურად სამ მთავარ კითხვას უნდა უპასუხოს ქვეყანასთან მიმართებით:
პირველი – რამდენად არის ქვეყანაში მყარი ინსტიტუტები, დამოუკიდებელ მდგომარეობაში, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა.
მეორე – ეკონომიკური კრიტერიუმი – საქართველოში რამდენად არის ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ამ მხრივ, რამდენად შეუძლია საქართველოს შევიდეს კონკურენციაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან.
მესამე – რამდენად არის საქართველო მზად, აიღოს პასუხისმგებლობა, შეასრულოს ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური ვალდებულებები.
"საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო" - პრემიერმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
ელჩმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.
კითხვებიც აქედანაა აწყობილი. ჩვენს შემთხვევაში მთავარი პრობლემა ის იქნება, რამდენად ხორციელდება რეალობაში ის ყველაფერი, რაც ფურცელზე იქნება დაწერილი. მთავარი პრობლემა სწორედ ის იქნება, რომ სასამართლო, პროკურატურა დამოუკიდებლად ვერ მუშაობს, როცა ადამიანის უფლებები ვერ არის დაცული, პრობლემაა ეკონომიკურ კომპონენტშიც. ძირითადი პრობლემები მაინც იქნება პოლიტიკურ ნაწილში.
ამის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ოღონდ არა იმიტომ რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, როგორც სახელმწიფომ. ჩვენ თვითონ აღმოვაჩენთ, თუ რა კალიბრის პრობლემები გვაქვს. მე იმედს ვიტოვებ იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკამ მოგვიტანა და არა საქართველოს ხელისუფლებამ, ეს მოხდა იმიტომ რომ უკრაინამ გააკეთა განაცხდი, უკრაინა ომშია, აი, ამ პროცესმა დაძრა საქართველოს საკითხიც. დღეს საქართველო 100%-ით რომ ვერ დააკმაყოფილებს ყველაფერს, ეს იცის ყველამ. მთავარია, დაინახოს კომისიამ, რომ პერსპექტივაში შეუძლია საქართველოს ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება“, – აცხადებს გიორგი რუხაძე.