27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას საქართველო ჩაიბარებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ოთხი პრიორიტეტი ექნება, ესენია: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილების მიხედვით. ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
როგორც ცნობილია, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში შედგება და 2020 წლის 15 მაისამდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.