LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება – NDI

93

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კითხვაზე – ძირითადად როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ საერთოდ არ იცვლება, 23% აცხადებს, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 17% აცხადებს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა ასევე 17% აცხადებს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g