LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გერმანიისგან 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს

117
1625227457-ჯონსონ-ენდ-ჯონსონ-e1625227464264

მალე საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვებინარზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ჯონსონ ენდ ჯონსონით“ იმუნიზაცია მხოლოდ ერთი დოზით ხდება და ქვეყანას აღნიშნული ვაქცინა დიდი ალბათობით, სექტემბერში ექნება.

„გერმანიის მთავრობისგან ველოდებით მალე დახმარებას 50 000 „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ვაქცინით. ეს არის ერთჯერადად რომელიც კეთდება და არა ორი ინექციით. დიდი ალბათობით ეს სექტემბერში უკვე გვექნება,“ – განაცხადა გამაყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები