LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა საქართველოს მთავრობას ინვესტორების მოზიდვის გეგმას წარუდგენს

84

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა საქართველოს მთავრობას ინვესტორების მოზიდვის გეგმას წარუდგენს.

როგორც პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრემიზდენტმა იციკ მოშემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ისეთი ინვესტორების მოზიდვაზე, რომელებიც მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ და 100-მდე ადამიანს დაასაქმებენ.

„მიუხედავად იმისა,  რომ საქართველოში ბიზნესი „ქვემოთ ჩადის“, ქვეყანას აქვს დიდი შანსი, რომ მოიზიდოს ინვესტორები. ჩვენ მზად ვართ, ისრაელის მთავრობასთან ერთად, შემოვიტანოთ ის გამოცდილება, რაც ჰქონდა ისრაელს. საუბარია იმ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოში შემოიტანენ 10 მილიონ დოლარზე უფრო მეტ ინვესტიციას და დაასაქმებენ 100 ადამიანს. პრემიერ-მინისტრმა მთხოვა, რომ მომავალ კვირას შევთავაზო ეს წინადადება,” – განაცხადა იციკ მოშემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი მუშაობა თუნდაც თვეში ერთხელ, იქნება გარანტია იმისა, რომ 2016 წელს საქართველო ეკონომიკურად უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს.

„2016 წელი იქნება ეკონომიკის ვარდნის წელი. მსოფლიო ეკონომიკა კიდევ უფრო ქვემოთ ჩადის და ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწარმოებს ასეთ დიალოგს ბიზნეს ასოციაციებთან, სავაჭრო პალატებთან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა იციკ მოშემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g