LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

106
კონფერენცია

13-15 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი), საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში, 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) წარმომადგენლები, საქართველოს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, კონკურენციის პოლიტიკის საკითხებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკას, ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებულ აქტივობებს განიხილავენ.

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

კონფერენციის ფარგლებში, 9 პანელური დისკუსია, მათ შორის სამი საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ:

  • კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში;
  • მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები;
  • მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში;
  • კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში;
  • ინოვაციასა და რეგულირებას შორის ბალანსი;
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაში.

ჯამში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 250 დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა კოლეგა უწყებებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და სისტემური თანამშრომლობის გაძლიერებას.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2022 წლიდან ტარდება.

Dio magti 5g