LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება იწყება

71
fd783ce7-948b-4f1b-8642-04133ea29d76-640

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან – ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი ხელმძღვანელობდა.

კონსულტაციების პროცესში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა.

კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან და ჩინეთთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g