LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო კორუფციის ინდექსით, პირველია რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში“ – მთავრობის საქმიანობის ანგარიში

145
Panoramic view of Tbilisi, Georgia

კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, (World Justice Project Rule of Law Index 2022) საქართველო გლობალური რეიტინგით 140 ქვეყნიდან 49-ე ადგილზეა, ხოლო, პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რაზეც მიანიშნებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და რეიტინგის ფარგლებში ნაჩვენები შედეგები. მთავრობის განმარტებით, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასების შესაბამისად, საქართველო პირველია რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში.

„აღნიშნულს მოწმობს 2022 წლის საერთაშორისო ინდექსების შემდეგი მაჩვენებლები: კორუფციის აღქმის ინდექსი Corruption Perception Index 2022 − საქართველო 56 ქულით იკავებს 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს;

Trace „Bribery Risk Matrix 2022“ − საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულს შორისაა, ხოლო გლობალური რეიტინგით 33-ე ადგილზეა 194 ქვეყნიდან;

გლობალური კორუფციის ინდექსი Global Corruption Index 2022 − საქართველო რეიტინგით 46-ე ადგილზეა 196 ქვეყანას შორის;

უმუშევართა რაოდენობა 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა – რამდენით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა მთავრობის ანგარიშის მიხედვით

„კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 5 ადგილით დაწინაურდა, ტოპ 40-ში გადავიდა და მე-40 პოზიციაზე მოხვდა, ამავე ქვეყნებს შორის ევროპაში 21-ე, კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-18 ადგილზე გავიდა;

კანონის უზენაესობის ინდექსი World Justice Project Rule of Law Index 2022 − საქართველო გლობალური რეიტინგით 49-ე ადგილზეა 140 ქვეყნიდან, ხოლო, პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის GRECO-ს 2022 წლის 17 ივნისის ანგარიშის შესაბამისად, საქართველომ მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშში მითითებული 16 რეკომენდაციიდან სრულად და ნაწილობრივ შეასრულა 14 რეკომენდაცია, ხოლო, დარჩენილ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი.2022 წლის 15 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო. საკანონმდებლო ცვლილება დაეფუძნა ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს და ქვეყნის კონსტიტუციული მოწყობის გათვალისწინებით, შეიქმნა საუკეთესო საკანონმდებლო რეგულირება, რომელმაც ერთი უწყების ქვეშ გააერთიანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო ასპექტები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, „ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ანტიკორუფციული ბრძოლის არქიტექტურა ქვეყანაში, უწყების პასუხისმგებლობად განისაზღვრა როგორც ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შექმნა, ისე მისი იმპლემენტაციის მონიტორინგი. ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების კონტროლი, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობა და მათი ქონებრივი ინტერესების გაცხადება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, ასევე მამხილებელთა დაცვის ხელშეწყობა, რაც ერთობლიობაში, ნიშნავს ქვეყანაში კორუფციის რისკფაქტორების ფართო პრიზმიდან კონტროლს“.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39 პროცენტით შემცირდა – მთავრობის ანგარიში

„ბიურო არის ის მექანიზმი, რომელიც გახდება კორუფციის პრევენციის გარანტი ქვეყანაში და გააკონტროლებს ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მიმართულებებს.

ანტიკორუფციული მიმართულებით განხორციელებული რეფორმა ახალ საფეხურზე გადაიყვანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. გრძელდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. დაიხვეწება არსებული ელექტრონული სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს არა მარტო არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევების გამოვლენა, არამედ ინტერესთა კონფლიქტების შესაძლო ფაქტების პრევენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, მთავრობის ცნობით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით, დეკლარაციების ღია ფორმატში გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა ცვლილებები ელექტრონულ სისტემაში, რომლის შედეგად დაინტერესებულ პირთათვის, ბიუროს ვებგვერდზე − www.declaration.gov.ge განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული დეკლარაციები, გარდა PDF ფორმატისა,ხელმისაწვდომი გახდა CSV ფორმატში და API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის საშუალებით.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership – OGP) საქართველოს აქტიური პოზიციონირება, ღია მმართველობის პროცესის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ეფექტიანი კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება და ღია მმართველობის სფეროში ახალი და ინოვაციური რეფორმების მხარდაჭერა. ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, როგორც ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელ უწყებას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სახელმწიფო

უწყებების მხრიდან 50-მდე ინიციატივა წარედგინა. ინიციატივების განხილვა წარიმართა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისა12 და ვიწრო თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. გაიმართა 13 ფორუმი, ხოლო დამატებით, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივების შესაბამისად, 20-მდე თემატური სამუშაო შეხვედრა.

ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდგომი ნაბიჯია ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამართვა როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით“, – ნათქვამია ანგარიშში.