LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39 პროცენტით შემცირდა – მთავრობის ანგარიში

128
Untitled design

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოში დანაშაულის სტატისტიკამ იკლო.

მთავრობის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა 3,39%-ით (-1908 ფაქტი) შემცირდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა.

მთავრობის ცნობითვე, უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და ის 62%-ს აღემატება.

მთავრობის წლიური ანგარიში პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

„გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა“ – შსს-ს მონაცემები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები