LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კოტბუსის კინოფესტივალის ფოკუსში

49

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს. წელს კინოფესტივალის ფოკუსში საქართველო იქნება.

სექციაში Spotlight: Georgia შემდეგი ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი:

გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”
თორნიკე გოგრიჭიანის “ანდრო”
მარიამ ხაჭვანის “დინოლა”
გიორგი ოვაშვილის “ზღვის დონიდან”
ლევან თუთბერიძის “მოირა”
ზაზა ხალვაშის “ნამე”
გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
გიო მგელაძის “არა, მეგობარო”
ანა ურუშაძის “საშიში დედა”
გიგა ხაინდრავას “დაცვის პოლიციელი”
სანდრო სულაძის “თუთა”
ნანა ექვთიმიშვილის “დედა”
აღსანიშნავია, რომ კოტბუსის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი ქართველი რეჟისორი გიო მგელაძე იქნება. ფესტივალის სტუმრებისთვის კი ქართული წვეულება გაიმართება.

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-11 ნოემბერს ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები