LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კუთვნილ ვაქცინას მიიღებს: დავით ზალკალიანი კოლეგებს ევროკავშირიდან მადლობას უხდის

154
FORTUNA.GE- (1)

“მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს ვაქცინა. ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაწყებულია.” – დავით ზალკალიანი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ ევროპელი კოლეგებისგან ყოველთვის გრძნობს სოლიდარობას.

დავით ზალკალიანი ამ განცხადებით გამოეხმაურა ევროპელი მინისტრების მიერ ევროკომისიაში გაგზავნილ სპეციალურ წერილს.

გზავნილში ისინი მოითხოვენ, დაეხმარონ აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ვაქცინების გაგზავნასთან დაკავშირებით:

“ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის. ეს არის დადასტურება იმ სოლიდარობის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან. მინდა, თითოეულ მათგანს, ცამეტივე საგარეო საქმეთა მინისტრს ჩემი გულწრფელი მადლიერება გადავცე.” – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების სოლიდარობა შედეგს გამოიღებს და საქართველო მისთვის განკუთვნილი ვაქცინით მომარაგდება:

“საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ შემოგვიერთდნენ ევროკავშირის და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებში ჩვენი სრულუფლებიანი ელჩები. მათ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსთვის ვაქცინის რაც შეიძლება დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც ეს წერილი, ასევე სოლიდარობაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, უახლოეს მომავალში გამოიღებს შედეგს და საქართველო  კუთვნილ ვაქცინას მიიღებს.” – თქვა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ევროკომისისთვის გაგზავნილ წერილში ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემაზე საუბრობენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის მოხსენიებულია საქართველოც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g