კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ისევ მწვანე ზონად ვრჩებით. გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომისა და, რაც მთავარია, მოქალაქეების მაღალი პაუხისმგებლობისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით, მივაღწიეთ ერთ რამეს – საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება.
“გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად. ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება, ისტორიულიც ვუწოდოთ, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი გვაერთიანებს ყველას – დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს – კოვიდ 19-ის პანდემიას.
საქართველოდან რეგულარულ ავიარეისებზე შეზღუდვა ევროპის მხოლოდ სამი ქალაქისთვის მოიხსნა
ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შეთანხმება „ლუფთჰანზა"-სთან არის მიღწეული
ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან – მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები.
ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე. სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და თქვა, რომ მათი დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.