ესეც ასე: საქართველო პირველი ერთა ლიგის D ლიგის საუკეთესო გუნდია. ქართველებმა 6-დან 5 მატჩი მოიგეს და 4 ჯგუფის მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთმატჩიან ნახევარფინალში მასპინძლები ჩვენ ვიქნებით.
ბოლო დასკვნითი შეხვედრაში საქართველომ გადავსებულ სტადიონზე ყაზახეთს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გამარჯვება თავისთავად კარგია, თუმცა რიგ ეპიზოდებში ჩანდა, რომ გარკვეული კომპონენტები გამოსასწორებელია, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე მოსახვედრად დარჩენილ ორ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ფლანგური გარღვევა შედეგიანი თავური დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დაასრულა. 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსირდა, ჩვენი გუნდი საჯარიმოში შექმნილი არეულობით ორალხან ომირტაევმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, პლეი-ოფის შეხვედრა კი, 2020 წლის მარტში ჩატარდება.
ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.
საქართველო 2:1 ყაზახეთი
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (86’ ხოჭოლავა), კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე (90’ აბურჯანია), მერებაშვილი, გვილია (75’ კაჭარავა), დვალი
სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, დვალიშვილი, ჭანტურიშვილი, კაჭარავა, ტაბიძე, ზარანდია, ხარაიშვილი
გოლები: 1:0 მერებაშვილი (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 2:1 ომირტაევი (90)




