LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ომის მოწინააღმდეგე რუსებისთვის ჰაბად იქცა – Euronews

172
russians

“ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარი დაახლოებით 1,5 მილიონმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა. რამდენი დარჩა, უცნობია, მაგრამ მათი ყოფნა შესამჩნევია დედაქალაქის ქუჩებში”, – ამის შესახებ Euronews წერს.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, რუსების ქვეყანაში შემოსვლა მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს.

როდესაც ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებელს იღებს – CNBC საქართველოს შესახებ

“შემოდინება ბევრ ქართველს აწუხებს. ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, დაახლოებით 70%, ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლა უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაზე და მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის დაწესებას ჩრდილოეთ მეზობელთან”, – აღნიშნულია Euronews-ის სტატიაში.

გამოცემა ერთ-ერთი ენის შემსწავლელი ასოციაციის დამფუძნებლის ინტერვიუსაც აქვეყნებს, რომელიც საქართველოში ჩამოსულ რუსებს დაბინავებაში ეხმარება.

ვრცლად სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g