LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – „ვაშინგტონ პოსტი“

151
tr01-Jan-20-Georgia

შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება–ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო. კორონავირუსის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უსაფრთხო მიმართულებაა. ამასთან, ის საქართველოს ბრძოლას Covid19-ის წინააღმდეგ წარმატებულად აფასებს.

Covid19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში თბილისი დასახელდა

“საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი, ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, – აღნიშნულია სტატიაში

სტატიაში ასევე მოყვანილია პრემიერის-გიორგი გახარიას, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას, ასევე „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნატალია კვაჭანტირაძის განცხადებები.

ბათუმი ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულშია

"ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არა მარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაცაა."

„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება იმდენივე ტურისტი არ გვყავდეს, როგორც გასულ წელს, თუმცა ჩვენ უნდა დავამატოთ ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8000-წლიანი მეღვინეობა, ჩვენი სამზარეულო, კულტურა და სტუმართმოყვარეობა“,–მოყვანილია სტატიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა.

ამასთან ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.

„თუ ჩვენ ნებისმიერისთვის ღია ვიქნებით, ეს ნიშნავს ერთ დღეში გაანადგურო ჩვენი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის. თუმცა, გვჯერა, რომ „კოვიდთან“ ბრძოლის შემდეგ, მეტი და მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“,–მოყვანილია სტატიაში ნათია თურნავას ციტატა.

სტატიაში ასევე მოყვანილია „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნატალია კვაჭანტირაძის განცხადება: „2016 წელს „სიენენმა“ შოუში „უცნობი მხარეები“ ენტონი ბურდენმა საქართველო აღწერა როგორც ადგილი, რომელსაც ამერიკელთა უმეტესობა რუკაზე ვერ იპოვიდა.

ტრადიციული ევროპული ტურისტული ქვეყნები, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საქართველოს დაპირებით უსაფრთხოებაზე შესაძლოა, დაინტერესდნენ დასავლეთში მცხოვრებლები, რომლებიც აქ მანამდე მოგზაურობას არ განიხილავდნენ“.

ავტორი წერს, რომ საქართველოს აგრესიული ბრძოლა გამოუცხადა კორონავირუსს. ჯერ კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ სკოლები დახურა, ასევე, მონიტორინგს უწევდა ვირუსის გავრცელებას, შეაჩერა პირდაპირი ფრენები „ცხელ წერტილებში“ და დანერგა სკრინინგი აეროპორტებსა და საზღვარზე. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი კარანტინში მოათავსა.

ჟურნალისტი წერს, რომ ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, 2008 წლის ომის მოვლენები, ავტორი წერს, რომ საქართველო ყოველთვის არ იყო ასეთი უსაფრთხო მიმართულება.

ხაზი აქვს გასმული, რუსეთთან დაძაბულ ფონს და ასევე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g