“ისრაელთან გვექნება მწვანე კოროდორი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სულ მალე მივიღოთ ტურისტები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.
“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახნსას. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, რომლებიც სულ მალე დასრულდება მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი და სულ მალე შევძლებთ მივიღოთ ტურისტები აქ ქვეყნიდან. გარდა ამისა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა ჩვენს მეზობლებთანაც და ყველა ეს მოლაპარაკება უახლოეს მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ამისთვის აუცილებელია ყველამ ერთად დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება”, – განაცხადა გახარიამ.
