LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

105

საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. უეფას აღმასკომის სხდომაზე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტა.

„მოხარულები ვართ, რომ უეფამ, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, სწორედ, საქართველო შეარჩია ევროპის 19-წლამდე ქალთა ჩემპიონატის მასპინძლად. ეს ძალიან დიდი წარმატება და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის წინსვლისთვის. სასიხარულოა, რომ მომავალ წელს ამავე ასაკში ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, 2020 წელი კი ქალთა ფეხბურთის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტური და საფეხბურთო ზეიმი იქნება,“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს ქალთა რეგულარული ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც ქალთა გუნდები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული – ქუთაისის „მართვე“ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g