LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

192
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთში, ქალაქ ადიამანში უკვე იმყოფება 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი.

„60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.

 

⭕ ქართველმა მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, 7 February 2023

 

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი“, – აცხადებენ უწყებაში.

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ…ღმერთმა ყველას გვიშველოს” – ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს

ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა

უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის – განკარგულებას ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს

მიწისძვრამ ცნობილი თურქი მეკარის, 28 წლის აჰმეთ ეიუპ ტურკასლანის სიცოცხლე იმსხვერპლა

mazda magti 5g