„საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ბევრად მეტია, ვიდრე დავით არახამია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„როგორც ჩანს, საქართველოში უფრო უკეთ ესმით, რა მძიმე გამოწვევების წინაშეა ჩვენი მეგობარი უკრაინა და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება ახლა, ვიდრე ეს ესმის ბატონ არახამიას, რომელიც უკრაინაშია და პირდაპირ ვალდებულია, მთელი დრო და ენერგია დაუთმოს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას.
ჩვენ გვსურს, ეს მეგობრობა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ვერც ერთი უსამართლო განცხადება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე დავით არახამია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
