LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს ნატოს წევრობასაც: რობ პორტმანი

72
რობ პორტმანი

ამერიკელი სენატორის რობ პორტმანის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს ნატოს წევრობასაც. მისივე განცხადებით, ნატოს წევრობა საქართველოს, რუსული საფრთხის წინააღმდეგ დამატებითი თავდაცვის საშუალებებით ​აღჭურვავს.

პორტმანის განცხადებით, რუსეთი არღვევს 6 პუნქტიან შეთანხმებას, რისი დასტურიც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარებაა.

„ახლა რუსეთი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს, უკრაინაში, ბელორუსში და აქაც საქართველოში. ჩვენ დღევანდელი დღე ძალიან ადრე დავიწყეთ და ადმინისტრაციული საზღვრის მოსანახულებლად წავედით. რაც ჩვენ ვნახეთ არის იმის დასტური, რომ რუსეთი აგრძელებს მარტივი 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას, რომელსაც მან ხელი მოაწერა. პირველ რიგში, არ არის ტრანზიტი, მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ ვნახეთ ღობეები, ვნახეთ მავთულხლართები, ეს იმისთვისაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცენ. ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეძლევათ ე.წ საზღვრის მეორე მხარის გადასვლა საშუალება – მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება კარგი არ არის ე.წ საზღვრის მეორე მხარეს და ადამიანის უფლებები იქ ირღვევა,“- განაცხადა რობ პორტმანმა.

magti 5g