LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წელს TRACECA წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა

136
s

საქართველო, 2023 წელს, საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა და ყოველწლიურ რიგით მე-16-ე სხდომას თბილისში მასპინძლობს.

წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა – ის TRACECA-ს შექმნიდან 30-ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. ასევე გათვალისწინებულია ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

“ამასთან, სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას მუდმივ სამდივნოებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულის განვითარებად ქვეყნებისათვის გაეროს უმაღლეს წარმომადგენლის ოფისს შორის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თურქმენეთი მზადაა მიუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკას) ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება”, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g