LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან გერმანიაში შესვლის პირობები ისევ უცვლელია – საელჩო განცხადებას ავრცელებს

514
einreise-und-quarantaene---bild

საქართველოდან გერმანიაში შესვლა, ამ ეტაპზე, კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ. „გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა, ამ ეტაპზე, კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ასევე საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 1-ლი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შესვლას შეძლებდნენ.

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული რეგულაციებით შესვლას შეძლებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g