LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან მექსიკაში გამგზავრება გართულდა

2027
getty_636831102_200013342000928079_353555

საქართველოს მოქალაქეებისთვის მექსიკაში გამგზავრება გართულდა – მექსიკის აეროპორტებში საქართველოს მოქალაქეების გახშირებული დეპორტაციის გამო, ავიაკომპანია Nordwind Airlines-ი ავიაბილეთებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს პასპორტში აშშ-ს მოქმედი ვიზა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურისტული და ვიზა ცენტრი “ვიზაჯორჯია” ავრცელებს.

სამწუხაროდ, ავიაკომპანია უფელბას იტოვებს, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, არ მოგცეთ ბორტზე ასვლის უფლება. ჯერჯერობით, მსგავსი განცხადება სხვა არცერთ ავიაკომპანიას არ გაუკეთებია“, – განმარტავენ “ვიზაჯორჯიაში”.

ცნობისთვის, „ვიზაჯორჯია“ არის ტურისტული და ვიზა ცენტრი, სადაც შეგიძლიათ  დაგეგმოთ სამოგზაურო ტურები, შეიძინოთ ავიაბილეთები, დაჯავშნოთ სასტუმროები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე კომპანია გაგიწევთ სავიზო სერვისს  აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ავსტრალიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საკონსულოსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g