LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი იზრდება

72
shutterstock-323458271

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი 25%-ით, იმპორტი კი 19%-ით გაიზარდა.

საქსტატის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ექსპორტის საერთო მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეროშენადნობებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა, ასევე ღვინის, მინერალური წყლების ექსპორტმა.

„2021 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, მათ შორის ადგილობრივი 28%-ით. იმპორტის მოცულობა გაზარდა 19%-ით. უშუალოდ 2021 წლის ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 30%-ით, ხოლო იმპორტი 38%-ით. ექსპორტის საერთო მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეროშენადნობებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა, ასევე ღვინის, მინერალური წყლების ექსპორტმა, ძირითადად აშშ-ის, ჩინეთის და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება იმპორტს, ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ნავთობპროდუქტების და მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფებთან“,- განაცხადა თოდრაძემ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g