2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 13,2%-ით შემცირდა და 280,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ამავე პერიოდში, 1,3%-ით არის გაზრდილი საქონლის იმპორტი საქართველოში და ის 1 132,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მთლიანობაში, 2%-ით არის შემცირებული საგარეო სავაჭრო ბრუნვა და 1 413,4 მილიონი აშშ დოლაია.
საქსტატის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ცვლილებამ წინა წელთან შედარებით, 7,5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4 208 შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ 10 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, იანვარსა და თებერვალში, საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აჭარბებდა. თებერვალში ხარჯებმა 625,2 მილიონი, ხოლო შემოსავლებმა 571,2 მილიონი შეადგინა.